სად და როგორ ირღვევა ბავშვების უფლებები
გვინდოდა ერთი კონკრეტული პლობლემა აგვერჩია და მხოლოდ მასზე გვესაუბრა, მაგრამ იმდენ სფეროში ირღვევა ბავშვთა უფლებები და იმდენად მნიშვნელოვანია თითოეული, რომ გაგვიჭირდა რომელიმეს გამოყოფა. ოჯახში, სკოლაში, ქუჩაში... რა მნიშვნელობა აქვს სად ეხებიან უხეშად მომავალი თაობის გრძნობებს, ყველანაირი უფლებადარღვევა ამახინჯებს მოზარდის ფაქიზ სულს და უარყოფითად მოქმედებს მის სრულყოფილ მოქალაქედ ჩამოყალიბებაზე.
ოჯახი
ბავშვის პირველადი კონტაქტი გარესამყაროსთან ოჯახის საშუალებით ხორციელდება. "ბავშვის უფლებების კონვენცია" აუცილებელ პირობად თვლის, რომ მოზარდი მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის უნდა აღიზარდოს ოჯახურ გარემოში, ბედრიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. სამწუხაროდ, ყველა ოჯახში შესაბამისი ატმოსფერო არ სუფევს.
ხშირია ოჯახური კონფლიქტები, რომელთა უმეტესი ნაწილი ეკონომიკური ხასიათის პრობლემებიდან გამომდინარეობს.ერთის მხრივ, მშობლებს საშუალება არ აქვთ უზრუნველყონ ბავშვი სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთებით, მეორე მხრივ, ეკონომიკური კრიზისი, უმწეობის გრძონობა, შვილების წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებები იწვევს ფსიქიკურ გაღიზიანებას მშობლებში. ამ მდგობარეობაში ხშირად ვეღარ აკონტროლობენ თავიანთ ქცევას და მთელ ჯავრს დაუცველ ბავშვზე იყრიან. სკოლაში ყოველთვის ვერ ხვდებიან თუ რატომ არის ბავშვი სასკოლო ნივთების გარეშე და აქაც ისჯება ისევ უდანაშაულო არსება, რომელზეც უკვე მერამდენედ ხორციელდება უსამართლო ქცევა: ისჯება იმისთვის, რაც არ ჩაუდენია.
სახეზეა ბავშვის უფლებების შელახვა, მის წინააღმდეგ მიმართული არასამართლიანი ქმედება. რომელზეც პასუხს არავინ არ აგებს. თვითონ ბავშვი მშობლების სიყვარულის გამო ხშირ შემთხვევაში ხმას არ იღებს და არ ახმაურებს ასეთ ფაქტს.
ოჯახში ბავშვის უფლებების შელახვის კიდევ ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ: საკუთარი აზრის უფლების შეზღუდვა და ბავშვის ჩართვა ისეთ საქმიანობაში, რომელიც მის ინტერესებში არ შედის. ბავშვის ექსპლუატაცია - მათ აიძულენენ გავიდნენ ქუჩაში და იმუშაონ. ე.ი. ბევრი მოზარდი საკუთარ ოჯახშიც დაუცველია და საჭიროებს თანადგომას.
სკოლა რთული ცოცხალი ორგანიზმია. მის ჭერქვეშ მომავალი თაობები იზრდებიან და ცხოვრების ფერხულში ებმებიან. სკოლაზეა დამოკიდებული როგორი აღიზრდება ბავშვი - სამართლიანი, ტოლერანტი, მიმეტევებელი თუ მოძალადე ცინიკოსი.
ჩვენ, სკოლა „კანდიდის“ მოსწავლეებს, პატივი გვერგო გვესწავლა უსამართლობისაგან და ძალადობისაგან მაქსიმალურად დაცულ სანიმუშო სკოლაში. აქ პატივს სცემენ მოსწავლის აზრს და ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებენ კიდეც.
მაგრამ ერთეული შემთხვევებისაგან არც ჩვენი სკოლის მოსწავლეები არიან დაცული. მასწავლებელიც ხომ ადამიანია. მასაც აქვს ცხოვრებისეული პრობლემები, რომლებიც ხანდახან მოსწავლესთან ურთიერთობაში იჩენს თავს.
წამოიქმნება კონფლიქტური სიტუაცია სადაც ორივე მხარე ცდილობს დაამტკიცოს თავისი სიმართლე.
უნდა ვაღიაროთ, რომ მოსწავლე ყოველთვის ცდილობს დაამტკიცოს თავისი სიმართლე. ამ დროს ის ითხოვს განუმარტონ თუ რა დააშავა და რატომ არ არის მართალი. ხშირად სწორედ ამ დროს ირღვევა მისი უფლებები: ის ამ კითხვაზე პასუხს ვერ იღებს.
არის შემთხვევები როცა მასწავლებელი პირადი სიმპათიის საფუძველზე წერს მაღალ ნიშანს და „ჩაგრავს“ მეორე, უკეთესად მომზადებულ მოწაფეს. ესეც იწვევს პროტესტის გრძნობას ბავშვებში. უმეტეს შემთხვევაში კი ასეთი ფაქტების გაპროტესტება იწვევს მასწავლებლის გაღიზიანებას: „თქვენს უფლებებს კიდევ დაცვა უნდაა?“
ასეთ სიტუაციებში მთავარია მოსწავლეც და მასწავლებელიც არ გამოვიდნენ ზრდილობის და კორექტულობის ფარგლებიდან. მოსწავლეს აქვს ბევრი რამის უფლება, მაგრამ არა თავხედობის და მასწავლებლის შეურაცხყოფისა. სანამ ერთმანეთის უფლებებს დავარღვევთ, უნდა დავფიქრდეთ. ჩვენც ვიცით რომ უფროსის პატივისცემა და მის წინაშე საკუთარი უფლებების დაცვა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.
სკოლაში ორი სახის უფლებადარღვევა შეიძლება წარმოიშვას: ფიზიკური და ფსიქოლოგიური. ორივე მათგანი მძიმე ზეგავლენას ახდენს ბავშვის ცნობიერებაზე.
ერთმანეთის უფლებებს ხშირად არღვევენ თანატოლები. ეს ხდება გაუაზრებლად ან გამიზნულად. ორივე შემთხვევაში შედეგები სავალალოა. არასრულწლოვანები თვითშეფასების ასამაღლებლად სხვების დამცირებას ცდილობენ. საჭიროა ყველა ვიცნობდეთ ჩვენს უფლებებს, რომ არც ჩვენ დავარღვიოთ და არც სხვას მივცეთ ამის უფლება.
და თუ ვიცი რისი უფლება მაქვს და რისი არა და მაინც ვარღვევ ე.ი. ვარ დამნაშავე.
საზოგადოებისათვის ერთ-ერთი მტკივნეული თემაა ქუჩის ბავშვები ანუ "უჩინარი ბავშვები", როორც მათ უწოდებენ.
არცერთი ბავშვი თავისი ნებით ქუჩის სიბინძურეს, სიცივეს, დამცირებას არ ირჩევს. ეს ყველაფერი ხდება იძულებით. ბევრჯერ შეგვხვედრია ასეთი ხელგაწვდილი პატარები და ერთადერთი რასაც ვაკეთებთ, ეს არის მათ ხელისგულებზე დადებული მცირეოდენი თანხა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ ხმარდება ამ ბავშვებს. როგორც წესი, მათ აკონტროლებს ჩრდილში მდგომი უფროსი. ეს კი არის ჩვეულებრივი ექსპლოატაცია. ასეთი ბავშვები მოკლებულნი არიან ოჯახურ სითბოს, მზრუნველობას, სწავლის უფლებებს. მათი ნაწილი ერთვება კრიმინალურ ქმედებებში და ყველაფერი ციხეში მოხვედრით სრულდება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ ყოფას და მოზარდის ფსიქიკას განადგურებით ემუქრება. ჩვენი, როგორც საზოგადოების წევრების მოვალეობაა ხმა ავიმაღლოთ ასეთი ბავშვების დასაცავად.




