მიზანი



ბლოგი, რომელსაც ამჟამად ესტუმრეთ შეიქმნა სპეციალურად ბლოგების კონკურსისთვის „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“.
გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო და მუშაობის პროცესში მეტი გაგვეგო ამ პრობლემის შესახებ.
დღეს ყველა თანხმდება, რომ ბავშვთა უფლლებების დაცვა სახელმწიფოს და საზოგადოების უპირველესი საზრუნავია. ამ კონკურსის სახელწოდებაც ნათლად მოწმობს პრობლების აქტუალობას და იმას, რომ სახელმწიფო ცდილობს ამ მიმართულებით საზოგადოების თვითშეგნების ამაღლებას.
პირველი რაც ბლოგზე მუშაობის დაწყებისას მოვიძიეთ, ეს იყო დოკუმენტი, რომელიც იცავს მსოფლიოს ბავშვთა უფლებებს. ეს არის „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ რომელშიც გარკვევით არის ნათქვამი: „ყველა ადამიანი, რომელსაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი, არის ბავშვი და ის, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს „განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას“
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. ეს დოკუმენტი 54 მუხლისაგან შედგება, რომელთაგან პირველი 42 მუხლი შეეხება ბავშვის უფლებებს და სახელმწიფოს ვალდებულებებს. 43-54 მუხლებში კი საუბარია რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. კონვენციას მიერთებულია 193 ქვეყანა. საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.
ყველა ის დეკლარაცია და კონვენცია რომელიც კი ოდესმე ბავშვთა უფლებების დასაცავად შექმნილა აცხადებს, რომ „ბავშვს უნდა ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა და საკუთარი და საზოგადოების კეთილდღეობისათვის გამოიყენოს მისთის მინიჭებული ყველა უფლება და თავისუფლება.“
ჩვენი ბლოგის მთავარი მიზანი არის გავარკვიოთ სად, როგორ, ვის მიერ ირღვევა ბავშვთა უფლებები და რას ავაკეთებთ ჩვენი თანატოლების დასაცავად.

რატომ უნდა ვიცოდე ჩემი უფლებები


ყველა თანხმდება იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა უფლებები ირღვევა. ეს ხდება ყველგან: ოჯახში, სკლოლაში, ქუჩაში...
ყველაზე დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვებს და ხშირ შემთხვევაში დიდებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რომ მოქმედებს "ბავშვთა დაცვის კონვენცია", რომელიც იცავს მოზარდის უფლებებს. მარტივად რომ ვთქვათ, მხოლოდ ბავშვების მცირე ნაწილმა იცის რისი უფლება აქვს და რისი არა. არა და კონვენცია გარკვევით ამბობს: ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით.
ე.ი. თავი და თავი ყველა ამ პრობლემის არის უფლებების უცოდინარობა.
"მე მინდა" არ ნიშნავს, რომ ამის უფლება მაქვს, ამიტომ უნდა ვიცოდე, როგორ გავმიჯნო ერთმანეთისაგან სურვილი და უფლება.
თუ არ ვიცი რისი უფლება მაქვს, ბუნებრივია, ვერ დავიცავ ჩემი ან ჩემი მეგობრების, ჩემი მშობლების, პედაგოგების უფლებებს, რათქმაუნდა თუ ამის საჭიროება დადგა.
ამიტომ სახელმწიფომ, საზოგადოებამ მთელი ძალისმხმევა უნდა მიმართოს იმისაკენ, რომ სკოლიდანვე მოახდინოს ადამიანმა თავისი უფლებების გაცნობიერება. სწორედ ასეთი ბავშვები იქნებიან შემდგომში ყველაზე დიდი უფლებადამცველები.