დასკვნა

შეჯამება


ბლოგზე მუშაობისას ჩვენმა გუნდმა მოიძია ბევრი ინფორმაცია, გაეცნო უფლებათა დეკლარაციებს, ჩაატარა გამოკითხვა და მოახდინა ამ ყველაფრის ანალიზი.
ჩვენი მოკრძალებული აზრი ამ პრობლემის მოსაგვარებლად მდგომარეობს შემდეგში:
ბავშვთა უფლებები დაირღვევა მანამ, სანამ არ მოხდება საზოგადოების სრული ინფორმირება ამ მიმართულებით. საზოგადოების თვითშეგნების ამაღლება არის ხანგძლივი პროცესი და ის უნდა დაიწყოს დღესვე და დაიწყოს სკოლიდან, რომ დღევანდელმა ბავშვებმა კარგად გაითავისონ რისი უფლება აქვთ ცხოვრებაში და რისი არა, რათა შემდგომში იხელმძღვანელონ ამ ცოდნით და თვითონ იყვნენ მომავლის უფლებადამცველნი.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია საუბრები და ტრენინგები ჩაუტარდეთ მშობლებს და მასწავლებლებს.
განსაკუთრებული როლი ბავშვების დაცვაში მაინც სახელმწიფოს ეკუთვნის. ქუჩის ბავშვების, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვას მხოლოდ დიდი ძალიხმევით და ერთად დგომით შევძლებთ.
ბავშვის უფლებების დარღვევის არცერთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. როცა არცერთი ჩვენთაგანი ზურგს არ შეაქცევს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს სამეზობლოში, სანათესაოსა თუ ქუჩაში; როდესაც ჩვენ უსამართლოდ დასჯილ ჩვენს კლასელს არ მივატოვებთ განსაცდელში და დავიცავთ მის სიმართლეს, მხოლოდ მაშინ გვექნება იმის გარანტია, რომ სხვა დროს მსგავს სიტუაციაში ჩვენი უფლებებიც იქნება დაცული.