კვლევის შედეგები
2013 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობამ საქართველოში ჩაატარა ფართო კვლევა ბავშვთა მიმართ ძალადობაზე საქართველოში.
ბავშვთა უფლებების დარღვევის სტატისტიკა გამაოგნებელია: საქართველოში ყოველი მესამე ბავშვი სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლია. ბავშვების მეოთხედზე მეტი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს.
საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი ფიქრობს, რომ ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია ვიდრე არაძალადობრივი მეთოდების. ასევე ჩვენთან გავრცელებული აზრის თანახმად ოჯახის საქმე ფაქიზი საკითხია და უმჯობესია ამაში არ ჩაერიონ. სინამდვილეში მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდები გამოუსწორებელ უარყოფით კვალს ტოვებს ბავშვზე და მოქმედებს მის შემდგომ განვითარებაზე. ყველა მშობლისთვის საოცნებო წარმატებული, ხალისიანი, ჯანმრთელი ბავშვების ნაცვლად ძალადობის შედეგად ყალიბდებიან განდგომილი, გულჩათხრობილი და ჯანმრთელობაშელახული ახალგაზრდები, რომლებსაც უჭირთ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება და წარმატებასაც ძნელად აღწევენ.
სააქართველოში პედეგოგების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება საჭიროა მაშინ, როდესაც ის მძიმეა და მეორდება.
სააქართველოში პედეგოგების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება საჭიროა მაშინ, როდესაც ის მძიმეა და მეორდება.
ამ კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვის უფლების შელახვის ფაქტზე სწრაფ რეაგირებას აფერხებს ის, რომ მოსახლეობამ არ იცის ვის მიმართოს მსგავს სიტუაციაში. ისევ და ისევ მივედით სამოქალაქო განათლების დეფიციტთან.
ბლოგზე მუშაობისას ჩვენმა გუნდმა ჩაატარა დამოუკიდებელი კვლევა. გამოკითხვა ჩავატარეთ X; XI; XII კლასებში. გვაინტერესებდა, როგორ მოიქცეოდა თითოეული მათგანი თუ მათ თვალწინ შეილახებოდა თანატოლის უფლებები. და მეორე კითხვა: ვის მიმართავდნენ საკუთარი უფლების შელახვის შემთხვევაში. გამოკითხულთა უმეტესობას მსგავს სიტუაციაში ადეკვატური რეაქცია ექნებოდა ანუ ხმას აიმაღლებდა თანატოლის დასაცავად. ხოლო მეორე კითხვაზე ”ვის მიმართავთ, თუ თქვენს მიმართ განხორციელდა ძალადობა ან დაირღვა თქვენი უფლებები”, პასუხი იყო ერთგვაროვანი -ახლობელს ანუ იმას ვისაც ენდობიან.
გთავაზობთ კვლევაში მონაწილე რამოდენიმე მოსწავლის მოსაზრებას ვიდეოს სახით.