მიზანი



ბლოგი, რომელსაც ამჟამად ესტუმრეთ შეიქმნა სპეციალურად ბლოგების კონკურსისთვის „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“.
გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო და მუშაობის პროცესში მეტი გაგვეგო ამ პრობლემის შესახებ.
დღეს ყველა თანხმდება, რომ ბავშვთა უფლლებების დაცვა სახელმწიფოს და საზოგადოების უპირველესი საზრუნავია. ამ კონკურსის სახელწოდებაც ნათლად მოწმობს პრობლების აქტუალობას და იმას, რომ სახელმწიფო ცდილობს ამ მიმართულებით საზოგადოების თვითშეგნების ამაღლებას.
პირველი რაც ბლოგზე მუშაობის დაწყებისას მოვიძიეთ, ეს იყო დოკუმენტი, რომელიც იცავს მსოფლიოს ბავშვთა უფლებებს. ეს არის „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ რომელშიც გარკვევით არის ნათქვამი: „ყველა ადამიანი, რომელსაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი, არის ბავშვი და ის, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს „განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას“
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. ეს დოკუმენტი 54 მუხლისაგან შედგება, რომელთაგან პირველი 42 მუხლი შეეხება ბავშვის უფლებებს და სახელმწიფოს ვალდებულებებს. 43-54 მუხლებში კი საუბარია რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. კონვენციას მიერთებულია 193 ქვეყანა. საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.
ყველა ის დეკლარაცია და კონვენცია რომელიც კი ოდესმე ბავშვთა უფლებების დასაცავად შექმნილა აცხადებს, რომ „ბავშვს უნდა ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა და საკუთარი და საზოგადოების კეთილდღეობისათვის გამოიყენოს მისთის მინიჭებული ყველა უფლება და თავისუფლება.“
ჩვენი ბლოგის მთავარი მიზანი არის გავარკვიოთ სად, როგორ, ვის მიერ ირღვევა ბავშვთა უფლებები და რას ავაკეთებთ ჩვენი თანატოლების დასაცავად.